ბიოგრაფია

united-kingdom

ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ახალი თაობის ერთ-ერთი ბწყინვალე წარმომადგენელია ქართული საფორტეპიანო სკოლის
როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მან მცირე ასაკში მიაღწია საერთაშორისო წარმატებას და თავი დაიმკვიდრა კლასიკური
მუსიკის მსოფლიო არენაზე.სანდრო გახლავთ არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, როგორიცაა: Maria Canals International music competition ( პირველი პრემია, 2021), Feurich Vienna International piano competition (გრან-პრი, 2018), Arno Babajanyan international piano competition (პირველი პრემია , 2015).2022 წლის დასაწყისში სანდრო
გეგეჭკორი გახდა მუსიკის საერთაშორისო კონკურსების ორგანიზაციის (WFIMC) არტისტი. იგი მუდმივად მართავს კონცერტებს
საერთაშორისო მასშტაბით ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა: The Royal Concertgebouw, Palau De La Musica, L’auditori,
Mozarthaus Vienna და ა.შ.


სანდროს ხშირად აქვს კოლაბორაცია მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ორკესტრებთან. იგი გახლავთ პირველი ქართველი ახალგაზრდა პიანისტი, რომლის საპატივცემულოდ, სერგეი რახმანინოვის სახლ-მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრე ერმაკოვმა დააარსა ფესტივალი “Междунароный фестиваль Сандро Гегечкори”, რომლის ორი გამოშვებაც წარმატებით ჩატარდა. „მაღალი პროფესიონალიზმი და შესრულების უნარი – სანდრო გეგეჭკორმა ბწყინვალედ დაამტკიცა ქართული საფორტეპიანო სკოლის ხარისხი მის შემოქმედებაში. ” – აღნიშნავს ალექსანდრე ერმაკოვი.


გამომდინარე იქედან, რომ სანდრო გახდა MCB international music competition 2021 პირველი პრემიის გამარჯვებული, ქართველ პიანისტს
წინასწარ აქვს გაწერილი სოლო და საორკესტრო კონცერტების განრიგი. მას ასევე პრიზად ერგო კომპაქტ დისკის ჩაწერა მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობ Naxos CD პლატფორმაზე.

სანდრო გეგეჭკორი ამჟამად სწავლობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ ალექსანდრე გარბერის კლასში.